ჩეჩენი ბიზნესმენი ბულატ ჩაგაევი, რომელმაც მაისის დასაწყისში შვეიცარიული საფეხბურთო კლუბი "ქსამაქსი" შეიძინა, არგენტინის ნაკრების ყოფილ მწვრთვნელს დიეგო მარადონას ამ კლუბის ოფიციალური წარმომადგენლის თანამდებობას შესთავაზებს. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა Le Matin-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მარადონა შეიძლება "ქსამაქსის" მწვრთვნელი გახდეს.
კონკრეტულად, რა მოვალეობა დაეკისრება მარადონას, არ კონკრეტდება. სავარაუდოდ, ჩაგაევი მარადონასთან მოლაპარაკებას 12 მაისს ქალაქ ნევშატელეში გამართავს, სადაც შვეიცარიული კლუბი თამაშობს.
არგენტინელ ფეხბურთელსა და ჩეჩენ მეწარმეს შორის მოლაპარაკებები გროზნოში მარადონას ჩასვლიდან მეორე დღეს გაიმართება.
შეგახსენებთ, გროზნოში ჩასული მარადონა მსოფლიო ვარსკვლავების ნაკრებში ითამაშებს, რომელსაც საფეხბურთო ჯგუფი "კავკასია" დაუპირისპირდება.