დაღესტნის ხასავიურტის რაიონის სოფელ კოკრეკში ისლამური გაზეთის "ალ-სალამის" რედაქტორი იახია მაგომედოვი უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღის მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მაგომედოვი რამდენიმე გასროლით მოკლეს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე "მკვლელობისა" და "იარაღის უკანონო ბრუნვის" მუხლით.
ამჟამად მუშავდება ვერსია იმის შესახებ, რომ მკვლელობა მაგომედოვის პროფესიულ საქმიანობასთანაა დაკავშირებული", _ იუწყება რუსული მედია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ შესაძლოა მაგომედოვი შეცდომით მოკლეს ვინაიდან იგი პოლიციაში მომუშავე მის ძმაში აერიათ.