დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად შვიდი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს. ჩრდილოეთ კავკასიაში სისხლიანი სპეცოპერაცია განახორციელა. დაღესტანში მასშტაბური სპეცოპერაცია გუშინ დილიდან დაიწყო.
"ამჟამად უკვე დადასტურებულია მონაცემები შვიდი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ. ამჯამად მათი ვინაობა დგინდება",_ აცხადებენ ანტიტერორისტულ კომიტეტში და აღნიშნავენ, რომ "ბანდიტებს რუსეთის შინაგანი ჯარისა და დაღესტნის შს სამინისტროს ნაწილებმა დასახლება უკრაინსკიში მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლში მიაგნეს და მათ ბლოკირება მოახდინეს".
მათივე ინფორმაციით, ამ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დაღესტნის კიზლიარის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი გაანადგურეს, რომლებიც ასევე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იყვნენ გამაგრებული და შეიარაღებული წინაამდეგობა გასწიეს.
აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის ფედერაციის შს სამინისროს შინაგანი ჯარის ერთი წარმომადგენელი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.