დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს რუსეთის ფედერაციის შინაგანი ჯარის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა.
"ოპერაციის დროს ორმხრივის სროლის დროს რუსეთის შინაგანი ჯარის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ასევე ლიკვიდირებულია სამი ბოევიკი. ამ დრისთვის სპეცოპერაცია უკვე შეწყვეტილია და მიმდინარეობს გაქცეული მეოთხე მებრძოლის სამძებრო სამუშაოები", - აცხადებენ ადგილობრივი სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან დაღესტანში, კაზლიარსკის რაიონთან მდებარე ტყის მასივში სამართალდამცველები სპეცოპერაციას ახორცილებდნენ.