კახეთს დიდი პოტენციალი აქვს გადაიქცეს როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტურისტულ ცენტრად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის გასვლით სხდომაზე, რომელიც თელავში გაიმართა.
მისივე თქმით, ამისათვის უნდა გაგრძელდეს სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციის პროგრამა.
"კახეთს ამის პოტენციალი გააჩნია და ეს არის გამოსაყენებლი. უნდა გავაგრძელოთ სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციის პროგრამა და მაქსიმალურად ვეცადოთ საექსპორტო პროდუქცია სწორედ ამ რეგიონში იქნას მოყვანილი. ამასთან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კახეთში ტურისტული პოტენციალი განვავითაროთ", - განმარტა გილაურმა.