ინტერნეტში გამოჩნდა ჯულიან მურის პირველი ფოტო ალიასკის გუბერნატორისა და აშშ ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატის სარა პეილინის როლში.
ფილმს "ნახტომში" საფუძვლად დაედო ჟურნალისტების მარკ ჰელპერინისა და ჯონ ჰეილემანის იმავე სახელწოდების წიგნი, სადაც მოთხრობილია სარა პეილინზე და 2008 წელს რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ს ვიცე პრეზიდენტად ჯონ მაკკეინის ნაცვლად მისი კანდიდატურის მოულოდნელ წამოყენებაზე.
ნაწარმოები დიდი რაოდენობით შეიცავს წვრილმანებს, რომელსაც როგორც რესპუბლიკელები ისე დემოკრატებიც მალავდნენ .
ფილმის რეჟისორი ჯეი როაჩია, სცენარს დენი სტრონგი წერს.
მურის გარდა ფილმში დაკავებული არიან მსახიობები - პიტერ მაკნიკოლი, ედ ჰარისი რომელიც მაკკეინის როლს ითამაშებს, სერიალის "სტუდია 60 სანსეტ-სტრიტზე" ვარსკვლავი სარა პაულსონი, აგრეთვე რონ ლივინგსტონი.
ჯულიან მურის ბოლო ნამუშევარია ფილმი "ბავშვები კარგად არიან", სადაც მსახიობმა ერთ ერთი ლესბოსელის როლი შეასრულა, რომელიც ქალ-ვაჟს ზრდის.
ფილმი 2010 წლის "ოსკარზე " ფილმი 4 ნომინაციაში იყო წარდგენილი.