საქართველოს პრეზიდენტის ახლანდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ ქვეყნის არმიის გადაიარაღება ხდება, მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორება მოხდეს. აცხადებს რუსი ექსპერტი კონსტანტინე სივკოვი და ხაზგასმით აღნიშმნავს, რომ ამჟამად უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ ქართული არმია გამალებით იარაღდება.
"საქართველოს შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფილნი არიან საკმაოდ თანამედროვე იარაღით და ეს უპირველეს ყოვლისა აშშ-სა და ისრაელის დამსახურებაა. თბილისში მიდის საზნიტო-სარაკეტო კომპლექსები, მათ შორის ე.წ. პეტრიოტები. ამას გარდა, დასავლეთი ასევე ეხმარება საქართველოს სისტემის მართვისა და დაზვერვის სფეროში, აწვდის მას სხვა და სხვა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებსა და ვერტმფრენებს. სხვათაშორის მათ ასევე აქვთ უნარი სავარაუდო მოწინააღმდეგის ტექნიკა დიდ მანძილზე მნიშვნელოვნად დააზარალონ", _ აცხადებს სივკოვი.
მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ხელახალი აგრესიის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში.
"პირველ შემთხვევაში ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ თბილისი დარწმუნებული იქნება, რომ მას დასავლეთი სრულად მხარს უჭერს. მეორე შემთხვევაში თბილისი დარწმუნებული უნდა იყოს რუსეთის არასტაბილურობაში. ომის საბაბად შესაძლოა გამოყენებული იყოს ნებისმიერი ინციდენტი, რომელიც საზღვარზე მოხდება ან სხვა პროვოკაცია. რა თქმა უნდა რუსეთის ჩართვის შემდეგ საბრძოლო მოქმედებებში საქართველო სამხრეთ ოსეთზე ვერ გაიმარჯვებს, სწორედ ამიტომაცაა საჭირო არასტაბილურობა რუსეთში, რომელიც შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნების დრსო მოხდეს. მით უფრო, რომ დასავლეთს რუსეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის მიმართ ძალიან ხისტი პოზიცია აქვს. მისი გამარჯვება დასავლეთისათვის კატასტროფა იქნება", _ აცხადებს რუსი ექსპერტი.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომაც ზოგ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსისათვის მომგებიანი იქნება რუსეთში ქაოსური სიტუაცია, რომელიც შესაძლოა ეკონომიკური მეთოდებითაც იქნეს ორგანიზებული. ამის ფონზე საქართველომ შესაძლოა ისარგებლოს სიტუაციით და ეცადოს თავისი კონტროლის ქვეშ აფხაზეთის დაბრუნებას და იმის გათვალისწინებით თუ რა განცხადებებს აკეთებს სააკაშვილი ეს მოვლენები მთებს იქით როდია ", _ აცხადებს კონსტანტინე სივკოვი.