საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში წერია, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვალას და წამატებას მედიის თავისუფლების სფეროში. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა ოპოზიციას საპასუხოდ განაცხადა.
"საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას და წამატებას მედიის თავისუფლების სფეროში გაუმჯობესებული პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს გამო და მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბალანსებული მაუწყებლობის გამო. ეს არის მთავარი სული, აქცენტი და ხაზი ამ ანგარიშისა საქართველოსთან მიმართებაში", - აცხადებს მინაშვილი.
დეპუტატის მტკიცებით, ანგარიშში საქართველო გამოყოფილია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული, რომელმაც წინ წაიწია და განავითარა მედიასფერო.