კომპანია "ლუკოილის" მთავარი მენეჯერის 16 წლის ქალიშვილი ვიქტორია ტესლიუკი მოსკოვის ოლქში მკვდარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გოგონა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გაუჩინარდა და მას შემდეგ მას ეძებდნენ.
"გოგონა შემთხვევით იქნა ნაპოვნი გზის პირას, მაშინ როდესაც თოვლი დადნა. იგი მკვდარი იყო", _ განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ რუსული მედია ასევე იუწყება, რომ მოსკოვის ოლქის მთავარ საგამოძიებო სამმართველოში უარყვეს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ გოგონას ცხედარი იპოვეს.
კომპანია "ლუკოილს" ამაზე ჯერ ჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.