ბაკურ ბაკურაძის ფილმი "მონადირე" კანის კინოფესტივალის 2011 წლის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ბაკურაძის ფილმის პროდიუსერი არჩილ გელოვანია. სურათი რუსეთშია გადაღებული.
კანის კინოფესტივალის პრეზიდენტის მიერ დაარსებულ პროგრამაში_ "განსაკუთრებული ხედვა" ქართული ფილმი პირველად მონაწილეობს. იგი ისეთ ცნობილ რეჟისორებს გაუწევს კონკურენციას, როგორებიც არიან კორეელი კიმ კი დუკი და ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი გას ვან სენტი.
შეგახსენებთ, წელს კანის კინოფესტივალის პროგრამის ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცაა.