ახმეტის რაიონში სტიქია მძვინვარებს. ადიდებულმა მდინარემ ხორბალოსა და ბახტრიონის დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. ამ სოფლებს ხიდი რაიონულ ცენტრთანაც აკავშირებდა. კახეთში დღეს დილიდან ისევ წვიმს.
სოფელ ქვემო ალვანში დატბორილია რამდენიმე სახლი, მიწის ნაკვეთები და ნათესები. ადიდებულმა მდინარემ კი ახმეტისა და თიანეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დააზიანა.
ახმეტის რაიონის გამგებლის კობა მაისურაძის თქმით, ამჟამად შემოვლითი გზის აღდგენის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს. მაისურაძის განმარტებით, მობილიზებულნი არიან მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურები.