ფიროსმანის "შავ ლომთან" დაკავშირებით დავა უკვე მოსკოვის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება. დაცვის მხარეს მინდობილობის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი დღეს შეაქვს.
ფიროსმანის ტილოს ქართველი მფლობელის ყარანმან ქუთათათელაძის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, იმავდროულად, სურათის დაყადაღებას მოითხოვს.
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ტილოს აუქციონზე გატანა და გასხვისება უკვე შეუძლებელი იქნება.
ეს საქმე პარალელურად თბილისსიც განიხილება.
მხატვარი ყარამან ქუთათელაძე თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ნოტარიუსის იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვს, რომლითაც ტილო გასხვისდა.