დღეს, 2 მაისს, ინდოეთის საზღვაო ადმინისტრაცია ქართველი მეზღვაურების შესახებ გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.
რეზოლუცია რვა ქართველ მეზღვაურს ტამილანდუს შტატის დატოვების და სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.
თურქული კომპანია „პინაშიპინგის" გემის კატასტროფის შემდეგ ინდოეთში მოკვლევა დაიწყო, რის გამოც ბორტზე მყოფ მეზღვაურებს ინდოეთის დატოვება აეკრძალათ.
ქართველი მეზღვაურები ამ დრომდე ტამილანდუს შტატის პროვინცია ნაგერკოელის სასტუმროში იმყოფებიან. მეზღვაურები ამბობენ, რომ ისინი ამ დრომდე სასტუმროში საკმაოდ რთულ პირობებში იმყოფებიან.