მსახიობი შერონ სტოუნი შეყვარებულია. ჰოლივუდის ვარსკვლავის რჩეული 49 წლის მილიონერი ჯოან ელიაშია.
როგორც ვარსკვლავის ახლო გარემოცვა საუბრობს, ელიაში სპორტულ ინვენტარს აწარმოებს. ბიზნესმენის ქონება 400 მილიონ დოლლარს შეადგენს.
პირველად წყვილი 2 თვის წინ "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალზე შეამჩნიეს. ნაცნობები ამბობენ, რომ წყვილის რომანი "მძვინვარედ" მიმდინარეობს. შერონი კომენტარებში უფრო თავშეკავებულია.
მისი სიტყვებით, ამ დროისათვის ჯოენთან დამოკიდებულება მეგობრულია, მაგრამ მსახიობი არ გამორიცხავს, მათი ურთიერთობის უფრო დიდ გრძნობაში გადაზრდოს.
"ურთიერთობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ იმდენად აღრფრთოვანებული ვართ ერთმანეთით, რომ ეს სიყვარულის საფუძველია", _ამბობს მსახიობი.
არც ჯოან ელიაში ჩქარობს გრძნობების გამჟღავნებას, თუმცა ეტანხმება სტოუნის სიტყვებს.