2011 წლის ვენეციის კინოფესტივალს სათავეში ამერიკელი კინორეჟისორი დარენ არონოფსკი ჩაუდგება. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, "არონოფსკი თანამედროვე კინომატოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა".
განსაკუთრებით აღინიშნება მისი ბოლო ნამუშევარი ფილმი "შავი გედი", სადაც მთავარი როლები ნატალი პორტმანმა, მილა კუნისმა და ვენსან კასენმა შეასრულეს.
2010 წლის ვენეციის კინოფესტივალი სწორედ "შავი გედით" გაიხსნა.
გარდა ამისა, 2008 წლის ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო - ოქროს ლომი დარენ არონოფსკის გადაეცა ფილმისთვის "დახვრეტა" (მთავარ როლში მიკი რურკი).
ვენეციის 68-ე კინოფესტივალი 31 აგვისტოს გაიხსნება და 10 სექტემბრამდე გასტანს.