დღეს, 1-ელ მაისს წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლმუზეუმში პიკასოს და პიტ მონდრიანის (პიტერ კორნელისი) ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე "ერთხელ ჰოლანდიაში" წარმოდგენილი იქნება პიკასოს სამი ტილო და მონდრიანის ნამუშევრები.
გამოფენა ჭავჭავაძეების სახლმუზეუმში დღეს, 18:00 საათზე გაიხსნება და ორი თვე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ პიკასოს ნამუშევრები სიღნაღშიც იყო გამოფენილი.