"მთიანი ყარაბაღის პროცესის მოგვარების მხრივ გარკვეულ პროგრესს ვგრძნობ. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზამ განუცხადა.
ამასთან, ბრაიზამ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების ზაფხულში დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა.
"თუკი ასეთი შეხვედრა შედგება, მანამდე, ალბათ, საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს და დარჩენილ საკითხებს გადაწყვეტენ",_აღნიშნა ბრაიზამ.
აქვე მეთიუ ბრაიზამ განმარტა, რომ იგი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე არ გახლავთ, ამდენად, პრეზიდენტების შეხვედრის თარიღის შესახებ კონკერეტულ ინფორმაციას არ ფლობს.
შეგახსენებთ, უფრო ადრე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ რუსეთიდან იგორ პოპოვმა განაცხადა, რომ ზაფხულში მთიანი ყარაბაღის კონფლქტის დარეგულირების მიზნით აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა იგეგმება.