"ევროვიზიის" კონკურსის ქართველ მონაწილეთა ჯგუფი "Eldrine" დიუსელდორფში გაემგზავრა.
ქართველები „ესპრიტ არენაზე" პირველ რეპეტიციას 1-ელ მაისს გაივლიან. იმავე დღეს პირველი კონფერენცია გაიმართება. მათ გამოსვლას მაყურებელი პირველად 10 მაისს შეაფასებს. წარმატების შემთხვევაში კი, ჯგუფი ფინალში გადავა.
რიგით 56-ე გრანდიოზულ სანახაობას გერმანია მასპინძლობს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები - 10 და 12, ხოლო ფინალი - 14 მაისს ქალაქ დიუსელდორფში შედგება. ევროვიზიის კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს .
5 მაისს დიუსელდორფში საქართველოს კულტურის დღე მოეწყობა. მონაწილეების გასამხნევებლად გერმანიაში სოფო ხალვაში და სოფო ნიჟარაძე ჩავლენ.