აფხაზმა სეპარატისტებმა გალის რაიონში დაღუპულ რუს ჯარისკაცს, ვასილი კვიტკოს მემორიალური დაფა გაუხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მემორიალური დაფის გახსნის გარდა, "სოხუმში დაღუპული სამხედროს მიერ "გაწეული საქმიანობის" პატივსაცემად მიტინგიც გაიმართა".
შეგახსნებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილს, რუსული საოკუპაციო ჯარის წარმომადგენელი ვიტალი კვიტკო გალის რაიონში მომხდარი შეიარაღებული კრიმინალური გარჩევის დროს დაიღუპა. აფხაზმა სეპარატისტებმა კვიტკოს გარდაცვალება "ქართველ ტერორისტებს" დააბრალეს.