დღეს, 30 აპრილს, ბათუმში პარლამენტთან არსებული ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა განუცხადა, შეხვედრაში მონაწილეობას აჭარის რეგიონში მოღვაწე 40-მდე ბიზნესმენს და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები მიიღებენ. მისი თქმით, შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძეც დაესწრებიან.
მელიქიშვილის თქმით, აჭარელ ბიზნესმენებთან მცირე და საშუალო ბიზნესის კონცეფციაზე ისაუბრებენ, ასევე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი დამსწრეებს კერძო აუდიტის განხორციელების შესახებ ინიციატივას გააცნობს.