აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ტრაბზონში "აბრეშუმის გზის მეორე ბიზნეს სამიტის" გახსნას დაესწრო. სამიტში 18 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. სახელმწიფოს ლიდერები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს აცნობენ.
ვარშალომიძემ თავის გამოსვლაში, თურქეთის რესპუბლიკასთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო ისეთ მაშტაბურ პროეტქებს, როგორიცაა ნაბუკო და ბაქო-თბილისი-ჯეიჰაინი, რომელშიც საქართველო აქტიურად არის ჩართული.
აჭარის მთავრობის პრესამსახურის ინფორმაციით, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლა საქართველოს მოქალაქეებს პირადობის მოწმობით შეეძლებათ და ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია, ავიარეისებს კი კიდევ ერთი-ბათუმი-ანკარის რეისი დაემატება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს და სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა პროექტი "ორი ქვეყანა ერთი ტურისტი იყო", რომელიც უკვე მეორე წელია ხორციელდება.
ვარშალომიძემ სამიტის ფარგლებში სამრეწველო გამოფენა დაათვალიერა, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ტექნიკა იყო წარმოდგენილი.