პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი ონის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
პარლამენტის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის სამოქმედო გეგმები გააცნეს, სადაც ძირითადი ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებსა და ჯანდაცვის პროგრამებზე გაამახვილეს.
დეპუტატები ონისა და უწერის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
მაჭავარიანთან ერთად შეხვედრა ონის რაიონის მოსახლეობასთან პარლამენტის წევრმა ზაზა გამცემლიძემ და ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ჭელიძემ გამართეს.