კუბის რევოლუციის ლიდერმა ფიდელ კასტრომ ლიბიაში ნატოს ოპერაციას "ფაშისტური და ნაცისტური" უწოდა.
"ლიბიელ ხალხზე სასტიკი თავდასხმა, რომელიც ნაცისტურ-ფაშისტური ხასიათისაა, მესამე სამყაროს ნებისმიერი ხალხის წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს",_ნათქვამია პუბლიკაციაში ციკლიდან "ფიდელის ნააზრევი".
"ახლა ეს საომარი ორგანიზაცია (იგულისხმება ნატო) კადაფზეა დამოკიდებული. თუკი კადაფი წინააღმდეგობას გაწევს და მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ისტორიაში შევა, როგორც არაბეთის ქვეყნების ერთ-ერთი დიდებული მოღვაწე",_წერს კასტრო.
"დღემდე არც ერთი, დიდი თუ პატარა ქვეყანა ამგვარი მეომარი ორგანიზაციის სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი არ გამხდარა, რომელიც ისეთ არსენალს ფლობს, რაც ჩვენს პლანეტას რამდენჯერმე გაანადგურებდა",_აღნიშნავს კუბის რევოლუციის ლიდერი.
კასტრო აკონკრეტებს, რომ კადაფის პოლიტიკური კურსი, შესაძლოა, არ გაიზიარო, მაგრამ არავის აქვს უფლება, ლიბიის დამოუკიდებლობა დაარღვიოს.