რუსეთის ნაციონალური ანტიტეროტისტული კომიტეტის ინფორმაციით, გასული ორი დღეღამის განმავლობაში ჩრდილო კავკასიაში 16 ბოევიკია განადგურებული.
"გასული ორი დღეღამის განმავლობაში ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებმა ჩრდილო კავკასიაში ჩატარებული რამდენიმე კონტრტერორისტული და სპეცოპერაციის დროს 16 ბანდიტი და მათი ხელშემწყობი გაანადგურა. ამით ჩრდილოკავკასიაში მოქმედი ბანდფორმირებებისათვის მიყენებულია სერიოზული ზიანი", _ იუწყება კომიტეტი.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მსხვილი ოპერაცია დღეს სტავროპოლისა და ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე, სოფელ პროგრესში ჩატარდა. რუსეთის ნაციონალური ანტიტეროტისტული კომიტეტის ინფორმაციით, "ეფ-ეს-ბეს" ძალებმა და რუსეთის შს სამინისტროს წარმომადგენლებმა კერძო სახლში ბლოკირება მოახდინეს.
იარაღის დაყრის ბრძანებაზე მებრძოლებმა ცეცხლი გახსნეს. კომიტეტის ინფორმაციით, საპასუხო ცეცხლის შედეგაც ათი ბოევიკის ლიკვიდაცია მოხდა. პროგრესში სპეცოპერაცია უკვე დასტულებულია. სამართალდამცავთა შორის მოკლულები და დაჭრილები არ არიან.