რუსთავის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანებზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 24 წლის გიორგი ჯიჯიშვილმა. არასრულწლოვნებზე მუქარა რამდენჯერმე განახორციელა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დაიკითხა დაზარალებული მხარე, რის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამმართველოში შედგა ბრალდებულის ფოტორობოტი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად ეჭვმიტანილის დაკავება გუშინ მოხდა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 151-ე მუხლით.