ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ბუჩქნარს ცეცხლი 20 ჰექტრის ტერიტორიაზე წუხელ წაეკიდა. დამწვარია რამდენიმე ჰექტარი ტყე და თხილის პლანტაციაც. ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.
ცეცხლს მოსახლეობისათვის საფრთხე არ შეუქმნია. მისი გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.