დღეს, 29 აპრილს, 20:00 საათზე თბილისში ახალი ჯაზ-კლუბი (ჭავჭავაძის 62) გაიხსნება. კლუბის გახსნის საღამოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მუსიკოსები დაესწრებიან. "ჯაზი საზღვრებს გარეშე"- ასე ჰქვია კლუბს, რომელიც ყოველ საღამოს ჯაზის მოყვარულებს ცოცხალ მუსიკას შესთავაზებს.
გახსნისათვის ემზადება ჯაზ ბენდი შემდეგი შემადგენლობით: ზურა რამიშვილი _ როიალი; პავლე კვაჭაძე _ კონტრაბასი; ზაზა ცერცვაძე - დასარტყამი ინსტრუმენტები; რეზი კიკნაძე _ საქსაფონი.
დღესვე ცოცხალი მუსიკის დასრულებისთანავე, კლუბში შედგება ჯემ-სეიშენი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მთელი კვირის პროგრამა.