ნიუ-იორკში ტანსაცმელების მაღაზიაში ქურდობისათვის პოლიციამ ყოფილი "მის რუსეთი" ანა მალოვა დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "New York Post"-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაცით, მაღაზია "Strawberry"-ს დაცვა, 39 წლის მალოვა მაშინ დააკავა, როდესაც იგი 10 აშშ დოლარის ღირებულების შლაპისა და 135 აშშ დოლარის ღირებულების ორი წყვილი სანდლის მოპარვას ცდილობდა.
დაკავების შემდეგ მალოვა პოლიციაში წაიყვანეს, სადაც მას წაუყენეს ბრალდება წვრილმან ქურდობასა და სხვისი ქონების მიტაცებაში. ახლა ყოფილი "მის რუსეთი" ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში 24 მაისს უნდა გამოცხადდეს.
აღსანიშნავია, რომ ეს აშშ-ში მალოვასათვის წაყენებული პირველი ბრალი არ არის. აპრილის შუა რიცხვებში მას ნიუ-იორკის პროკურატურამ ბრალად წაუყენა სამედიცინო რეცეპტების გაყალბება, რომელსაც მალოვა იმისათვის მიმართავდა, რომ ნარკოტიკული საშუალებები მიეღო. ადრე კი იგივე ბრალდებებით იგი ორჯერ იყო დაპატიმრებული.
ანა მალოვამ "მის რუსეთის" ტიტული 1998 წელს მიიღო.