რუსეთში მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ეძებენ.
სარატოვის ოლქის შს მთავარი სამმართველოს ოფიციალურ საიტზე განსაკუთრებით საშიშ დანაშაულებებში ბრალდებული ოთხი მამაკაცის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა.
36 წლის სომხეთის მოქალაქეს არტურ ნერსესიანს და საქართველოში დაბადებულ ვაგიფ კურბანოვს მკვლელობაში ადანაშაულებენ. საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს 42 წლის ედუარდ ჩაკალოვს გაუპატიურება ბრალდება. 19 წლის აზერბაიჯანელი მუსა მაჰმუდოვი კი ადამიანის გატაცებაშია ბრალდებული.