საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ადეიშვილს აზერბაიჯანის იუსტიციისა და შს მინისტრები დახვდნენ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანში შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილება.