გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანს მგლები შეესივნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მტაცებლებმა გიორგი სანიშვილიც კვიცი დაგლიჯეს. ადგილობრივების თქმით, ეს მტაცებლების თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის და მგლები სოფელში დღისითაც დარბიან.
„ორი თვის წინ მგლებმა ცხენიც დამიგლიჯეს. ეზოებში დღისითაც კი შემოდიან", - ამბობს სანიშვილი.
ვაზისუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ვალერი სოლომნიშვილის თქმით, მოსახლეობას საქონელი დაცულ სადგომებში უნდა ჰყავდეს და მტაცებლები ვეღარ დააზარალებენ.