სეპარატისტული აფხაზეთის სტანდარტის, მეტროლოგიისა და სერტიფიციკაციის სამმართველომ და რუსეთის ფედერაციის ტექნიკური რეგულირებისა და მეტროლოგიის სამსახურმა მოსკოვში სტანდარტიზაციისა და შესაბამისობის ნიშნის შესახებ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაური მედია ავრცელებს.
რუსული მხრიდან ხელშეკრულებას ხელი აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე სტრანიჩკინმა, ხოლო რუსეთის მხრიდან და რუსეთის ფედერაციის ტექნიკური რეგულირებისა და მეტროლოგიის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა გრიგორი ელკინმა მოაწერეს.