24-25 მაისს საქართელო ავსტრიის ქალაქ ვენაში დაგეგმილ უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა "რიალ ვენა-2011"-ში მიიღებს მონაწილეობას.
"რიალ ვენა-2011"-ში საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად, მონაწილეობას თბილისის მერიაც მიიღებს.
გამოფენაზე თბილისის მთავრობა, სხვადასხვა პროექტთან ერთად, ორ ძირითად პროექტს წარადგენს, როგორიცაა რკინიგზის გადატანის პროექტი და თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარების კონცეფცია, რომელიც 2015 წელს დაგეგმილი
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობასთანაა დაკავშირებული.
რაც შეეხება ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს, ის "რიალ ვენა-2011"-ზე ანაკლიის ტურისტული ზონის განვითარების კონცეფციას წარადგენს. უძრავი ქონების გამოფენაზე გაკეთდება ასევე მესტიისა და წყალტუბოს საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია ანაკლიის ტურისტული ზონის, მესტიისა და წყალტუბოს საინვესტიციო პროექტები საერთაშორისო ბაზარზე მოხვდეს, რათა მოხდეს ინვესტირთა დაინტერესება შავიზღვისპირეთის თავისუფალი ტურისტული ზონის და მაღალმთიანი რეგიონის შესაძლებლობებით, ასევე წყალტუბოს სამკურნალო პოტენციალით, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, ინვესტიციები მოზიდოს.