1-ლი მაისიდან ქორწინება და განქორწინება ელექტრონულად შესაძლებელი გახდება, - ამის შესახებ დღეს, დიასპორისა და კავკასიის საკითხებში კომიტეტის სხდომაზე საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საჯარო რეესტრი მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან დისტანციური მომსახურების სერვისის გაფართოებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდება, როგორც განქორწინება, ასევე ქორწინების, დაბადების, სახელი-გვარის, მამობის დამადასტურებელი მოწმობების ელექტრონულად მიღება.
გაბრიელაშვილის ინფორმაციით, ელექტრონული მომსახურებით განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრები პირები სარგებლობენ და სამი თვის განმავლობაში საჯარო რეესტრის ელექტრონული მომსახურებით 1738 ადამიანმა ისარგებლა.