სპირტის ქარხნების ხელმძღვანელი პირების დაკავებასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში პირველი ოფიციალური განცხადება გაკეთდა.
როგორც მთაავრი პროკურორის პირველმა მოადგილე დავით საყვარელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაკავებულ 19 პირს სახელმწიფოსგან მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის თანხმების არამიზნობრივად დახარჯვა ბრალდებათ.
უფრო კონკრეტულად, საყვარელიძის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარების ნაცვლად მათ სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხმები მთლიანად სპირტის განვითარების არალეგალურ შავ ბიზნესში მიმართეს, რის შედეგადაც აწარმოეს და გაყიდეს 2,5 ტონა სპირტი და 9 მლნ 500 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს.
"მთავარი პროკურატურა აგრძელებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კრედიტების კანონიერების შესწავლას. დასრულდა კიდევ ერთი საქმის გამოძიება, რომელიც შეეხებოდა სოფლის მეურნეობის სექტორში, კერძოდ მეთესლეობის განვითარებისთვის მთავრობის მიერ 2006 წელს ბიუჯეტიდან მიზნობრივად გამოყოფილი 6,5 მილიონი ლარის გარჯვას. შედეგად მხილებულია 19 პირისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი", - განაცხადა საყვარელიძემ.
ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები არიან კასპის სპირტის ქარხნის, ს.ს. "საქართველოს ნატურალური პროდუქტების" დირექტორი ვალტერ აბაშიძე, გურჯაანის სპირტის ქარხნის, შპს "ტრიადა ჯგუფის" დირექტორები მერაბ ჯიბუტი და კარლო ჩაკვეტაძე. ამავე კომპანიის დამფუძნებელი დავით მანჯავიძე და ამირან გოგიძე, შპს "ავი ჯგუფის" დირექტორი ლევან ვადაქარია და დანაშაულში მონაწილე სხვა პირები.