უკრაინაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ქართველების აყვანა ზაკარპატიეს რეგიონში, უკრაინა-სლოვაკეთის საზღვარზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სასაზღვრო ზოლის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
დაკავებული 4 მოქალაქიდან სამი უკრაინაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა, მეოთხე კი დონეცკის მხარეში 2008 წლიდან ცხოვრობდა.