ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე მომავალი კვირიდან სამხრეთ კავკასიაში ტურნეს იწყებს.
როგორც აზერბაიჯანული მედია ლიტვურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, გრიბაუსკაიტე სამხრეთ კავკასიაში თავის პირველ ვიზიტს საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში მომავალი კვირიდან დაიწყებს.
მათი ინფორმაციით, ლიტვის პრეზიდენტი ტურნეს ეუთოს ეგიდით მართავს.
როგორც ცნობილია 2011 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნა ლიტვაა.