ერთი მილიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა გროზნოში ერთ-ერთ სახლში მიმდინარე სპეცოპერაციის ჩატარებისას. იუწყება რუსული მედია ჩეჩნეთის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით და აღნიშმავს, რომ ამ სპეცოპერაციის ჩატარების შედეგად დოკუ უმაროვოს გარემოცვის წარმომადგენელი ორი ბოევიკის ლიკვიდაცია მოხდა.
"ბოევიკები გროზნოს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იყვნენ გამარგებულნი და მათ სამართალდამცავ ორგანოებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. სპეცოპერაციის შედეგედ მილიციელი-მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა. საპასუხო ცეცხლის შედეგად ორი ბოევიკი ნეიტრალიზებულ იქნა', _ იუწყება რუსული მედია.
სპეცოპერაციას ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ხელმძღვანელობდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბოევიკების ვინაობა უკვე დადგენილია. მისი თქმით, ესენი არიან: ჩეჩნეთის მაცხოვრებლები მუსა ტაშტამიროვი და ბეხან მუსაევი.
"დადგენილია, რომ ეს ბოევიკები უშუალოდ დოკუ უმაროვის გარემოცვაში შედიოდნენ", _ აცხადებს კადიროვი.