ერევნის მერმა კარენ კარპეტიანმა ახლად დანიშნული, საქართველოს საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი სომხეთში, თენგიზ შარმანაშვილი მიიღო.
"მე მახარებს პოზიტიური ცვლილებები, რომელიც მეზობელ ქვეყანაში, კერძოდ კი საქართველოში მიმდინარეობს", - განაცხადა ერევნის მერმა.
ერევნის მერნმა დასძინა, რომ ერევნისთვის და ასევე თბილისისთვის გამოცდილების გაზიარება და აზრთა გაცვლა მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე შარმანაშვილმა რეგიონალური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვნებას გაუსვა ხაზი.