დღეს მალაიზიაში საქართველოს მოქალაქის სასამართლო პროცესი იგეგმება. ნარკოტრეფიკში ბრალდებით დაკავებული ბაბუცა გორდაძის ინტერესებს ადვოკატი რენი ჩამი დაიცავს. დღეს უნდა გადაწყდეს გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო ქართული მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და შეუმსუბუქდებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს სასჯელი.
შეგახსნებთ, რომ მალაიზიელ კოლეგას სასამართლოს სხდომამდე უკვე შეხვდა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე. მალაიზიაში იმყოფებოდა იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციაც, რომელმაც საქმის მასალები ადგილობრივ პროკურატურას გადასცა. მათ შორის ბაბუცა გორდაძის ქმრის ელდარ დავითიანის ქართველი სამართალდამცავებისათვის მიცემული ჩვენება სადაც მან დანაშაული საკუთარ თავზე აიღო. მალაიზიის პრემიერს წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ მინისტრმაც.
ოქტომბრის ბოლოს დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორგაძე მალაიზიის ქალაქ მენგატილში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გადატანის ფაქტზე დააკავეს. ეს ბრალდება ადგილოვრივი კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.