სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა.
გირგვლიანების ოჯახის ადვოკატის დავით ჯანდიერის ინფორმაციით, როგორც სასამართლოდან მიღებულ ფაქსშია ნათქვამი, პალატის მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2011 წლის 22 მარტს, რომელიც მხარეებს (საქართველოს მთავრობასა და გირგვლიანების ოჯახს)გამოეგზავნება 26 აპრილს.
მისივე თქმით, ამავე დღეს განთავსდება გადაწყვეტილება ადამიანისუფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ-გვერდზე. სტრასბურგში სხდომა 2010 წლის 29 აპრილს გაიმართა.