ვლადიკავკაზში განუწყვეტელი თოვის გამო 200-მეტრიანი ტელეანძისა და ყინულის სასახლის სახურავის ჩამოქცევის საშიშროება გაჩნდა. ტელეანძის კონსტრუქციამ სველი თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო, ცალ მხარეს ტროსი გაწყდა და ანძა გადაიხარა.
შენობიდან ყველა თანამშრომელი გაიყვანეს. ამასთან, ტელეანძის 200 მეტრის რადიუსიდან მოსახლეობის გაყვანა იგეგმება.
ტელეანძის დაზიანების გამო ვლადიკავკაზში რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობის სამინისტროს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა.
ვლადიკავკაზში მაუწყებლობის აღდგენა მოძრავი სადგურიდან იქნება შესაძლებელი.