ფრანგულმა მხარემ უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ცენტრს მძიმე წონის მობილური დისპანსერის ფორმის სატრანსპორტო საშუალება (სპეც ავტომობილი).
მობილური სამედიცინო სატრანსპორტო საშუალების აღჭურვაში მონაწილეობას იღებდა საფრანგეთის არასამთავრობო ორგანიზაცია, «სამოქალაქო თავდაცვა საზღვრებს გარეშე» პრეზიდენტი ბერნარ ჟანანი, პროვანს ალპ კოტ დ'აზურის რეგიონის პრეზიდენტის ბატონი მიშელ ვოზელის დაფინანსებით და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ელჩის ერიკ ფურნიეს და საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს პიერ გიტონის კოორდინაციით.
«რენოს» ტიპის მობილური სამედიცინო სატრანსპორტო საშუალება შიგნიდან კეთილმოწყობილია საველე მდგომარეობაში კატასტროფების დროს დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარების გასაწევად. იგი მოწყობილია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მასალებით და მცირე სამედიცინო აღჭურვილობით.