დაღესტანში მცირე სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 2-3 ბალს შეადგენდა.
"მიწისძვრა 50 წუთის ინტერვალით ორჯერ განმეორდა. ეპიცენტრი კასპიის ზღვის სანაპიროდან ორ კილომეტრში დაფიქსირდა", - იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს პრესსამსახური.
ბიძგების გამო ნგრევასა და მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია.
მასალის გამოყენების პირობები