თბილისის "თბილისი" პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც გუნდი ევროპის ფედერაციის თასის ორ მეთექვსმეტედფინალურ მატჩს ადგილობრივ "ბენფიკასთან" გამართავს. ლისაბონში თამაშები 17 და 18 ოქტომბერს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ "თბილისმა" პირველ ეტაპზე კვიპროსული "პაფოსი" ორივე მატჩში დაამარცხა, თანაც ორივე შეხვედრა სტუმრად კუნძულზე გამართა.
"ბენფიკა" "პაფოსიზე" გაცილებით ძლიერი კლუბია და მისი დამარცხება ქართული გუნდისთვის იოლი არ იქნება, თუმცა "თბილისის" ხელბურთელები დიდ გამოცდილებას კი შეიძენენ. ქართველმა ხელბურთელებმა დასკვნითი შეკრება თბილისში "სკას" დარბაზში გაიარეს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მამუკა მჟავანაძემ კი ლისაბონში ეს ხელბურთელები იახლა:
მეკარეები: კორნელი ანდრიაძე, ალექსანდრე გონჩაროვი
მოედნის მოთამაშეები: ტიტე კალანდაძე, ლევან გელაშვილი, გიორგი წივწივაძე, ვანო ქარდავა, უჩა მაისურაძე, ომარ ქუთათელაძე, ოთარ ამირანაშვილი, გიორგი იობაშვილი, აკაკი ყაველაშვილი, გიორგი სამარღანისვილი, ირაკლი თევზაძე, შალვა თოდაძე.