ჩეჩნური გამოცემა "კავკაზ-ცენტრი" ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებთან დაახლოებულ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ლიდერი დოკუ უმაროვი ცოცხალია.
"კავკასიის იმარატის ემირი დოკუ უმაროვი ცოცხალია, იგი დაჭრილიც არ არის და ვერანაირად ვერ დაზარალდებოდა, ვინაიდან იგი საერთოდ არ იმყოფებოდა იმ რაიონში სადაც დაბომბვა მიმდინარეობდა", - წერს "კავკაზ-ცენტრი".
ამასთან ერთად, მათივე ინფორმაციით, არ დასტურდება არც დოკუ უმაროვის მეუღლის გარდაცვალების ამბავიც.
"ქალის ცხედარს, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად იპოვეს დოკუ უმაროვთან არავითარი კავშირი არა აქვს", _ წერს ჩეჩნური გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ ინგუშეთის ხელმძღვანელის იუნუს-ბეკ ევკუროვის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, დოკუ უმაროვის ცხედარი ჯერ ჯერობით ამოცნბილი არ არის. ევკუროვი ასევე იმასაც არ გამორიცხავს, რომ უმაროვი ცოცხალია და სადმე ჩრდილოკავკასიაში იმალება.
"სადღაც იმალება, ეს ცხადია. არ გამოვრიცხავ, რომ ინგუშეთშიც იყოს", _ აცხადებს ევკუროვი.