დღეს ბაქოს ცენტრში აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ოპოზიციის მიერ არასანქცირებული აქციის ჩატარების მცდელობისათვის 10 ადამიანი დააკავეს.
თავდაპირველად ოპოზიცია გეგმავდა ჩაეტარებინა აქცია და პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოეთხოვა. მერიამ ამ აქციის ჩატარების ნებართვაზე ბაქოს ცენტრში ოპოზიციას უარი უთხრა და მათ დაგეგმილი აქციის ჩატარება ბაქოს განაპირა რაიონში შესთავაზა. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეები პირდაპირ ბაქოს ცენტრისაკენ დაძრეს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი რამდენიმე დღის წინ ბაქოს პოლიციის სამმართველოში დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ ქალაქის ცენტრში ნებისმიერი არასანქცირებული აქციის ჩატარების მცდელობა აღკვეთილი იქნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები