სულ უფრო მეტი დამადასტურებელი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ინგუშეთის სუნჟენსკის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ლიდერი დოკუ უმაროვი მოკლეს.
დღეს ცნობილი ხდება იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ ადამიანებს შორის უმაროვის მეუღლის ცხედარი აღმოაჩინეს. მცირე ხნით ადრე გარდაცვლილებში უკვე ამოიცვნეს უმაროვის პირადი ექიმი, უახლოესი თანამებრძოლები და დაცვის წევრები. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"სპეცოპერაციის შედეგაც ლიკვიდირებულ 17 ადამიანს შორის ამოცნობილია უმაროვის მეუღლე, პირადი ექიმი, თანამებრძოლები და მეგობრები", _ იუწყება რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც ასევე დასძენს, რომ ალბათობა იმისა, რომ "ამ სპეცოპერაციის შედეგად უმაროვი მოკლეს ძალიან დიდია".