ჩეჩნეთში ბატალიონ "ვოსტოკის" მეთაურის ყოფილი მოადგილე მაგომედ ტაისუმოვი მოკლეს. ეს განცხადება რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ეთერში ბატალიონის ექს-ხელმძღვანელის სულიმ იამადაევის ძმამ ისა იამადაევმა გააკეთა.
მისი თქმით, ადრე მაგომედ ტაისუმოვის ნათესავები აცხადებდნენ, რომ ტაისუმოვი უცნობმა პირებმა მოიტაცეს. ახლა კი გააკეთეს განცხადება, რომ მისი ცხედარი იპოვეს.
სამართალდამცავი ორგანოები ამ ფაქტზე ჯერ ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსნებთ, რომ ბატალიონი "ვოსტოკი" ჩეჩნეთში 2008 წლის შემოდგომაზე დაიშალა. მანამდე მას მიღებული აქვს მონაწილეობა ჩეჩნეთში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. "ბატალიონი" ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომში.
ბატალიონის ყოფილი მეთაური, რუსეთის გმირი სულიმ იამადაევი 2009 წლის მარტში თავდასხმის შედეგად მოკლეს.