ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილი გაიხსნა. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაო 8 თვეს გრძელდებოდა. ვაზიანის სამხედრო ბაზა მიხეილ სააკაშვილმა პირადად დაათვალიერა.
"ჩვენი მტერი არის მრავალრიცხოვანი, თავზეხელაღებული და ვერაგი, მაგრამ საქართველოს თავისი ისტორიიდან არ ესწავლება ვერაგ, დაუნდობელ და მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლა. ამტერი მუდმივად ფიქრობს ახალ ხრიკებზე, ახალ პროვოკაციებზე და ახალ შემოტევაზე. ჩვენი საბოლოო მიზანი არა მხოლოდ არის ამ ყველანაირი ხრიკების და პროვოკაციების თავიდან აცილება, არამედ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება ოკუპაციიდან და საქართველოს გამთლიანება და გაერთიანება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა მოქმედება პოლიტიკური, დიპლომატიური, ასევე მზადყოფნის განცდა მიმართულია ამ მიზნის პოლიტიკური და მშვიდობიანი გზებით მიღწევისკენ.
"მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზადყოფნაში მოვიგერიოთ ჩვენი მტრის ახალი თავდასხმები და ახალი შემოტევები", _ განაცხადა მან.